Pages

Monday, November 28, 2011

My lovely, twisted little girl..


ჩემი ბნელი, არეული, დაბნეული გოგო..
როცა ფრედი ვარ, ჩემი ფიქრები ქაშაყით სავსე კასრში თევზებივით ირევიან, კედლებს ეხლებიან და გადმოდიან ხოლმე..
ახლა ფრედი ვარ.
რამდენი რამით შეიძლება ადამინი მოთაფლო, თავი მნიშვნელოვნად აგრძნობინო მაგალითად თბილისის საპატიო მოქალაქედ არჩევით.. რა სისულელეა წარმოგიდგენიათ? თბილისის საპატიო მოქალაქე, და ამ ვიღაცას უკვე თავი მოსწონს, გაჯგიმული დაიარება და უკვე სჯერა რომ ყველა სხვა მოქალაქეზე აღმატებულია. შეგიძლიათ დაუკმაყოფილოთ ლუკმა-ლუკმა ეს პატივმოყვარეობა, და მერე შეგიძლიათ იხმაროთ როგორც გინდათ.
ისეთივე სისულელეა როგორც მაგალითად მიცვალებულის მაკიაჟი,
ყველაზე ცუდ ხასიათზე ვარ, როგორზეც კი ვყოფილვარ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში.
მძიმე წყალი.
ავადმყოფობები მეზიზღებიან. ავადმყოფები არა, ავადმყოფობები და უღონობის შეგრძნება.
ხო, და კიდევ ეს შეგრძნება მეზიზღება, რომ რაღაც ისე ვერ არის და რა რომ არ იცი..
რუსული ფილმების ამინდებია და ძველი წიგნების..
მე არ გადავალ ბნელ მხარეს.

                                

Thursday, October 27, 2011

: )

სად იქნება ახლა ყველაზე მეტი წითელი და ყვითელი ფოთლები? თბილისთან ახლოს? ან თბილისშივე? ან სადმე გზაზე ჩამოყრილი, ან სადმე ტყეში, ან მთებზე, სადაც გინდათ, წითელი და ყვითელი ფოთლები მენატრება.. : )
ჩემი სახლის აივნიდან, შორს სასაფლაოზე ჩანან და ლამის იქ ავიდე..


ემოციური შემოდგომა მაქვს, ღმერთმანი.. და არა ისეთი მშვიდი, როგორიც შემოდგომას შეეფერება,

ხოდა წვიმის წვეთებიანი შემოდგომის ფოთლებიანი შემოდგომა მინდა ერთი დღით მაინც : )


           

Wednesday, September 14, 2011

ნაწყვეტი

წამოდი მეგობარო, ჩავკიდოთ ხელები და ვიხეტიალოთ უდაბურ ტყეებში, ჩაბნელებულ ბილიკებზე, მიტოვებულ ქოხების გვერდის ავლით.  კოცონი გავაჩაღოთ და ტურების კივილის არ გვეშინოდეს.

ჩავკიდოთ ხელი, მეგობარო, და დავადგეთ თავლუწვდენელი მწვერვალებისკენ გზებს, გადავეკიდოთ მაღლიდან დედამიწის ნისლიან კიდეს.
ჩამოვსხდეთ, ჩიბუხს შევუკეთოთ, ერთი ღრმად ამოვისუნთქოთ და მოვუყვეთ ერთმანეთს ამ მთისა და იმ ბარის, გადავწვდეთ უხსოვარ წარსულს, გადმოვწვდეთ ჯერ არმოსულ მეორედ მოსვლას, და დავრჩეთ ყველაზე მყუდრო აწმყოში, გვერდიგვერდ. შენ ჩემი ხელი გეჭირება,  მე შენი და გვექნება საკუთარი მზის ჩასვლა მთის ქედზე ჩამომსხდრებს.




/პ.ს. უნდა ქვეყნდებოდეს არადღევანდელი თარიღით/

Friday, August 5, 2011

ერთი და იგივე ბედნიერება

ყოველი წლის ყოველ ზაფხულს, არის ერთი დღე როცა მე განსაკუთრებით აფორიაქებული ვარ, უზომოდ ვღელავ, საჭმელს ვერ ვჭამ, დავდივარ აქეთ-იქით სახლში და გარეთ და ადგილს ვერ ვპოულობ, არ მეძინება და მერე მგონია რომ ხვალინდელი დღე აღარასდროს გათენდება, რომ მე რამე მომივა, სიცხე ამიწევს,  და საერთოდაც ქვეყანა პირს შეკრავს ჩემ წინააღმდეგ და მე რაჭაში ვერ წავალ!

სისულელეა ხო, ასე ნერვიულობა რაღაც 5 საათიანი მგზავრობის წინ, ბოლოსდაბოლოს რა, კაცმა რომ თქვას,  A პუნქტიდან გადავადგილდები B პუნქტში, ისეთი არაფერი, ერთი შეხედვით, ერთი ჩვეულებრივი დღე უნდა გათენდეს...
მაგრამ
აი, რომ გითხრათ მთელი წელი ამ ჩვეულებრივი დილის მოლოდინით ვსულდგმულობ-მეთქი  დამიჯერებთ? ალბათ არა, მაგრამ თქვენთვის ჯერ არ მითქვამს,
რომ მე იქ ჩემ ბავშვობას ვუბრუნდები ხოლმე ყოველ წელს, რამდენიმე ყლუპ უზრუნველობით გაჟღენთილი ჰაერით ვივსებ ფილტვებს და მერე მყოფნის მთელი წელი..
რომ თითქმის არასდროს ვიწერები მესიჯებს, არ ვიკეთებ მაკიაჟს, მიმაქვს ყველაზე მოსახერხებელი ტანსაცმელი, შემიძლია წავიღო ბევრი წიგნი, მაგრამ არა, იქ ბიბლიოთეკაში ქექვას სულ სხვა გემო აქვს, ოდესღაც წაკითხული ემოციების..
ვწერ დღიურებს, ვკრიფავ სხვის ხილს, დავსეირნობ მდინარემდე ჩასასვლელ ბილიკზე, აკაციის ფოთლებს ვწიწკნი, ყოველ საღამოს გავდივარ ხიდზე, ვჯდები მოაჯირზე და როცა არავინ მიყურებს, ისე ვიხრები მდინარისკენ, რომ სული მხოლოდ ტერფებითღა მიჭირავს ხოლმე, და ცა ჩემს ქვევით, დიდი, მთებით შემოსაზღვრული ტბა ხდება..
ვჭამ ფიჭას, სიცილით ვკვდები დეიდაჩემის და ბაბუას ლაპარაკზე : ))) მძინავს მკვდარი საათის დროს, ვიღვიძებ აივანზე დილის სუსხში გაყინული ცხვირით და ვგრძნობ როგორი ცოცხალი ვარ.

ხო, და დღეს, აი ის დღეა ზუსტად, მე უკვე ნერვული გადაწვის ზღვარზე რომ უნდა ვიყო წესით და მეგონოს რომ ხვალ დილით ყველა ტრანსპორტი ერთიანად გამასწრებს და დავრჩები თბილისში..

და პირველად ჩემ ცხოვრებაში, ასე არ ვარ, ვიცი, რომ ხდება რაღაც ისეთი, რის გამოც რაჭაში ჩასვლისთანავე ერთი სული მექნება უკან დავბრუნდე. ვხვდები, რომ  დღეებს დავითვლი, იმ ჰაერსაც ჩქარ-ჩქარა ჩავყლაპავ, ბილიკზეც ჩქარი ნაბიჯებით ვივლი, მესიჯებსაც მოვიწერები და წამოსვლისას ვიფიქრებ, რომ ყველაზე ბედნიერი ვარ უკან დაბრუნებით.

.

Friday, July 15, 2011

კი თუ არა : )

აი ახლა, 29-ში ბათუმში რომ არ წავიდე. 3 თავისუფალი დღე. ავიღო და დავიკარგო მთელი 3 დღით. გამორთული მობილურით, სახლში დატოვებული ლეპტოპით, თანწაღებული ციფრულით : )
ჩავალაგებ ზურგჩანთას, ნათესავებს ვეგონები ბათუმში, მეგობრებს თბილისში, ან რაჭაში : ) მე კიდევ სადაც მომინდება იქ წავალ.
რატომ გავიფიქრე არ ვიცი, საიდან მომივიდა თვში ეს იდეა აზრად არც ეგ ვიცი, მაგრამ გავიფიქრე თუ არა, საოცრად ავფორიაქდი. დდმ,დდმ : ))
ჰა, მართლა ხომ არ შემესრულებინა? : ))


სად წავიდოდი? : )) ეგ დაკარგვა აღარ გამოდის : ))
წაღვერში ალბათ, მაინტერესებს და ნამყოფი არ ვარ,
სამცხე-ჯავახეთში, საფარას ვნახავდი,
დავით გარეჯში? არა, არ მინდა, მარტო არ მინდა მანდ : )
სამეგრელოში, მარტვილში, იქ მდინარეა რომელიც ისე მიზიდავს.. არადა მარტო ფოტოებზე მაქვს ნანახი..
შოვში. უკან, ჩემი ბავშვობის უცნაურ 2 კვირაში, ტყეებში მდგარ ძველი სახლების ფოტოებს გადავიღებ, ტყის მარწყვს შევაგროვებ და ჩემ დარგულ ნაძვს ვნახავ : ))   : )
რომელიმე, ჯერ არ ნახულ ტბაზეც გავისეირნებდი : )


სად წავიდოდი მაინც ვთქვი, კი იფიქრებთ აბა ეს რაღა დაკარგვააო : ) მაგრამ თანმიმდევრობა არ მითქვამს, არც ხანგრძლივობა, და დროში დაკარგვაც გამომივიდა : ))


მთავარი ამ ყველაფერში ისაა, რომ მივხვდი, რომ "ჩუკ"-იც* შემიძლია დავიკიდო ასეთი ახირებების გამო : )) და ეს ძალიან მაგარი შეგრძნებაა : ))



*ჩუკ-ი ამიერკავკასიის ჩემპიონატი ”რა?სად?როდის?”-ში, რომელიც იმართება წელიწადში ერთხელ, ბათუმში, როგორც წესი ივლისის ბოლო რიცხვებში. 

:  )

Wednesday, June 29, 2011

სასურველი პროფესია?

ვინაიდან ნატამ დამთაგა, მე ვინამუსე, ბლოგს მტვერი გადავწმინდე და წარსული ამოვქექე :  )
მოდი, მოვყვები ქრონოლოგიურად : )

პროფესია №1 - მოცეკვავე,
უპირობოდ მოცეკვავე : ) 5 წლიდან დავდიოდი ჯერ ქართულ, მერე სამეჯლისო ცეკვებზე, უამრავჯერ წარმომიდგენია როგორ ვიქნებოდი რომ გავიზრდებოდი ბევრი თაყვანისმცემლით, ოვაციით და ყვავილით გარშემორტყმული : )) როგორ ვმოგზაურობდი საინტერესო ქვეყნებში და ვარიგებდი ავტოგრაფებს : ))

ამასთან ერთად დავიწყე ტენისზე საირული, ანუ პროფესია№2, მაგრამ მომავალ სპორტულ კარიერაზე დაწყობილი გეგმები,90იან წლებში არსებულ პურის გრძელ რიგებში აიხლართნენ, სიბნელეში გზა აერიათ და საბოლოოდ მიმატოვეს..

პროფესია №3 - წარმატებული პიანისტის, ჩემი აჩეული არასდროს ყოფილა, ის გარემოებების (დედა, ხალხი) გამო მოხვდა ამ სიაში, განვითარება 7 წლის იქით არასდროს დამუქრებია და ჯერჯერობით არც ემუქრება : ) ვინაიდან ვერაფრით ვივიწყებ შავ-თეთრი ხისთვის შეიწირულ ბავშვობის უამრავ თვისუფალ საათს, მზიან დღეს და იმ დროიდან დატოვებულ ოთხშაბათის და შაბათის შიშს.

მე ვხატავდი, თითქმის ყოველთვის, ბავშვობაში ხშირად, მერე და მერე ნაკლებად და ბოლოს მხოლოდ მაშინ როცა ძალიან ცუდად ვიყავი. ახლაც შენახული მაქვს ჩემი უცნაური არსებები : ) თუმცა პროფესია №4 არ შედგა და მის ჰობად გადაქცევასაც ნელნელა საფრთხე ემუქრება, მე ხომ ცუდ ხასიათზე აღარ ვარ ხოლმე :დდ

ამასობაში ისე მოხდა, რომ თანდათან ვიზრდებოდი. და როცა რეალურად მოვიდა დრო პროფესია ამერჩია და უმაღლესში ჩამებარებინა, შეიკრიბა კონსილიუმი... სადაც,
ნატას გასაკვირად ჟურნალისტადაც (პროფესია №5) მოვიაზრებოდი და მარის მსგავსად იურისტის თავბრუდამხვევ კარიერასაც (პროფესია №6) მიწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ.

იყო,არის და იქნება ერთი მაგრამ.
ანუ ერთადერთი პროფესია დედამიზის ზურგზე, რომელსაც მე,როგორც პროფესიას ვაღიარებ.

მე მაშინ უკვე ვიცოდი რომ არ იყო მცირე შანსიც კი იმის რომ მე სამედიცინოზე არ ჩავაბარებდი და ექიმი არ გავხდებოდი.
უკვე ვიცოდი რომ დაახლოებით 15 წელი მომიხდებოდა სწავლა სანამ ოფიციალურად ლიცენზირებული ექიმობამდე მივაღწევდი, და პაციენტთან დამოუკიდებლად ვიმუშავებდი.
ისიც ვიცოდი რომ უზარმაზარი წიგნებიდან დაწყებული,მიკროსკოპულ მასალებით დამთვრებულ საგნებთან მექნებოდა საქმე.
გგონიათ ის არ ვიცოდი რომ ”ამ:ეს ხომ ყველაზე დაუფასებელი საქმეა”-ში ვყოფდი თავს?
აი ისიც ვიცოდი, რომ სხვებს ყველას რომ ტკბილად და თბილად ეძინებოდათ, მე 4 საათი ჯერ ოპერაციაზე ვიდგებოდი ფეხისწვერებზე, მერე რეანიმაციაში ვიჯდებოდი მონიტორთნ, და დილით ისევ ლექციაზე წავიდოდი და მაღალქუსლებზე შემდგარ, მინიატურულ ჩანთიან სტუდენტებზე ნამდვილად გულით გამეცინებოდა :დ

მე ხომ ზოგადად ყველაფრის გართულება მიყვარს, ხოდა აი ესეც ჩემი პროფესია საბოლოო და ერთადერთი : )

და ისე, ამ ექიმებს ყოველთვის ყველაზე მაგრები რატომ ჰგონიათ თავიო, ბევრჯერ გამიგია :დ ხოდა მაგაზეც გულით გამცინებია :  ) ყველაზე მაგრები ვართ და იმიტომ :  )

Thursday, June 2, 2011

^_^



აი ასეთ, ალქაჯურ-მფრინავ-ჯადოსნურ ხასიათზე ვარ, ეშმაკური ფიქრებით და იდუმალი ზრახვებით : )




აი ასეთი ფერადი ფიქრები მიყრია თავში : )




აი ასეთი არეული, ამდენი სიტყვა მიტრიალებს თავში, და ვერ ლაგდებიან : )




მე კარგად ვარ : )




Wednesday, May 25, 2011

ფოტოს გადიდებისთვის..














ვერც ამ ნაწნავის ხათრით.. თმას ვიჭრი : )


<3


 



ალბათ სულ რაჭაზე რომ ვფიქრობ, იმიტომ მაგონებს ეს ფოტო შაორს,
ზემოთ კლდეები, ქვევით ტბა..









Thursday, May 19, 2011

გამოუძინებელი პოსტი


რამდენჯერმე დავიწყე პოსტის წერა, იდეები მაქვს, მხოლოდ თავს ვერ ვართმევ და წავშალე, დავიწყე სხვა, წავშალე, კიდევ სხვა და, ისევ წავშალე,  და მიხვდი რომ ერთადერთი რაზეც ახლა რეალურად შემიძლია ფიქრი და წერა(ეს კიდევ საკითხავია, შემიძლია თუ არა), რითიც მოცულია მთელი ჩემი არსება, თავი და ტანი, სხეული და გონება, არის ძილი!

როგორ ზღაპრულად და აუხდენელ ოცნებასავით,  მიუღწეველ მიზნად მოჩანს ახლა ამ წამს ძილი, ან ძილთან დაკავშირებული ნებისმიერი რამ, ვერ წარმოიდგენთ, ან შეიძლება წარმოიდგინოთ კიდეც, თუ თქვენც:

1. გადაბმულად რამდენიმე ღამე იძინებთ გვიან და იღვიძებთ ადრე,
2.არ იცით რისთვის იღვიძებთ,
3.სამსახურის მერე ერთი სული გაქვთ სახლში წახვიდეთ, მაგრამ აღმოაჩენთ მეორე
  სულს, რომელსაც მეგობრები სიგიჟემდე ენატრება,
4.უაზროდ ხარჯავთ საკუთარ ენერგიას, რომელიც როცა დაგჭირდებათ და მოიჩხრეკთ
  ჯიბეებს დაცარიელებული დაგხვდებათ,
5. საუკუნეა ბუნებასთან შეხება აღარ გქონიათ. (და სავარაუდოდ ვერც ამ შაბათს
   შეეხებით)
6. სიცხე გაქვთ და ნელნელა აცნობიერებთ, რომ ცხელი ჩაით სავსე ჭიქა ხდება თქვენი
   ცხოვრების მეგზური..
7. ხო, ამინდი გამომრჩა, მე მიყვარს წვიმა, საერთოდ, თითქმის ყოველთვის, საშინლად
   მიყვარს, მაგრამ ეს მას არ უშლის ხელს ჩემთვის ძილის მოგვრაში : )


და მიუხედავად ამ ყველაფრისა, მე არ ვწუწუნებ, უბრალოდ თვალები მაქვს დახუჭული და ვფიქრობ დღევანდელ საღამოზე...
რომელზეც ასე უძილარ-სიცხიანმა ისევ არ უნდა დავიძინო : ))
და ჩემი მეგობრები უნდა ვნახო <3
ასე რომ, მე არ ვწუწუნებ : ))


პ.ს. შემეძლო ძილზე დამეწერა რაიმე სამედიცინო-განმანათლებელი, როგორია ძილი, რა დაგვემართება თუ არ დავიძინებთ და რა საჭიროა საერთოდძილი, როგორც ასეთი, მაგრამ ისე მძინება,  ვერ შევძლებ. სურვილიც, ან არ მაქვს, ან სადმე თვლემს, არ ვიცი : )

პ.პ.ს მე კატები არ მიყვარს, ზოგადად, მაგრამ ამათ, ისე სძინავთ... : ))

Monday, May 16, 2011

გამაგრილებელი პოსტი : )

ვაგრძელებ ისევ თემას კრეატიულ-მხიარულ-შთამბეჭდავ იდეებზე...

ისევ ინტერნეტში ხეტიალისას წავაწყდი ამ დიაგრამებს და ”სვეტებს” .
მართალია ეს მონაცემები, თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ამ შემთხვევაში ვთვლი რომ მნიშვნელობა აქვს არა შინაარსს, : )) არამედ მოწოდების ფორმას : )




კი, არის მოსაწყენი, ასეთი უამრავჯერ გვინახავს, მოსაბეზრებელია..








ძალიან მომწონს,
იციან რასაც აკეთებენ ;))



Thursday, May 12, 2011

ვისი დღეა დღეს Google?

ozz : ) <3


ნამდვილად, ერთფეროვნება მოსაწყენია. მრავალფეროვნება-არა.

მრავალფეროვნება გვიყვარს, ყველაფერში გვიყვარს : ) კრეატიულად და გემოვნებით მოწოდებული კი განსაკუთრებით : )

ეს გაითვალისწინა როგორც ჩანს ჩემმა საყვარელმა Google-მაც :) რომელიც ყველა მნიშვნელოვან თარიღს ახალ ჰედერს უძღვნის, მომხმარებლის თვალებს ახარებს და უფრო და უფრო მაყვარებს თავს : )





ეს ჰედერები გროვდება და გროვდება, მე რამდენიმეს შემოგთავაზებთ, ყველას მოძიება ვერც მოვახერხე და თან იმდენი გამოვიდოდა, მოგაბეზრებდათ თავს : )


საშემოდგომო Google : )

სპუტნიკი


ილუზიონისტი ეს ;))




ვისაც გითამაშიათ, ან არ : ) მაინც გეცნობათ : )

ეს 8 მარტს იყო

Tesla :dddd

მულტფილმი არ მიყვარდა, თუმცა ჰედერი კარგი გმაოვიდა



ეს ამ ნაკრებიში ჩემი უსაყვარლესია <3



20000010 ;))

old good 2008 : )       

Wednesday, May 11, 2011

ყავისფერი იასამნები





და დავიჯერო თქვენ არ გინდათ აქ? : ))








ეს მოკლედ ის რამდენიმე რამ, რაც ყველაზე ახლოსაა ჩემ განწყობასთან ბოლო დღეებში  : )