Pages

Wednesday, June 29, 2011

სასურველი პროფესია?

ვინაიდან ნატამ დამთაგა, მე ვინამუსე, ბლოგს მტვერი გადავწმინდე და წარსული ამოვქექე :  )
მოდი, მოვყვები ქრონოლოგიურად : )

პროფესია №1 - მოცეკვავე,
უპირობოდ მოცეკვავე : ) 5 წლიდან დავდიოდი ჯერ ქართულ, მერე სამეჯლისო ცეკვებზე, უამრავჯერ წარმომიდგენია როგორ ვიქნებოდი რომ გავიზრდებოდი ბევრი თაყვანისმცემლით, ოვაციით და ყვავილით გარშემორტყმული : )) როგორ ვმოგზაურობდი საინტერესო ქვეყნებში და ვარიგებდი ავტოგრაფებს : ))

ამასთან ერთად დავიწყე ტენისზე საირული, ანუ პროფესია№2, მაგრამ მომავალ სპორტულ კარიერაზე დაწყობილი გეგმები,90იან წლებში არსებულ პურის გრძელ რიგებში აიხლართნენ, სიბნელეში გზა აერიათ და საბოლოოდ მიმატოვეს..

პროფესია №3 - წარმატებული პიანისტის, ჩემი აჩეული არასდროს ყოფილა, ის გარემოებების (დედა, ხალხი) გამო მოხვდა ამ სიაში, განვითარება 7 წლის იქით არასდროს დამუქრებია და ჯერჯერობით არც ემუქრება : ) ვინაიდან ვერაფრით ვივიწყებ შავ-თეთრი ხისთვის შეიწირულ ბავშვობის უამრავ თვისუფალ საათს, მზიან დღეს და იმ დროიდან დატოვებულ ოთხშაბათის და შაბათის შიშს.

მე ვხატავდი, თითქმის ყოველთვის, ბავშვობაში ხშირად, მერე და მერე ნაკლებად და ბოლოს მხოლოდ მაშინ როცა ძალიან ცუდად ვიყავი. ახლაც შენახული მაქვს ჩემი უცნაური არსებები : ) თუმცა პროფესია №4 არ შედგა და მის ჰობად გადაქცევასაც ნელნელა საფრთხე ემუქრება, მე ხომ ცუდ ხასიათზე აღარ ვარ ხოლმე :დდ

ამასობაში ისე მოხდა, რომ თანდათან ვიზრდებოდი. და როცა რეალურად მოვიდა დრო პროფესია ამერჩია და უმაღლესში ჩამებარებინა, შეიკრიბა კონსილიუმი... სადაც,
ნატას გასაკვირად ჟურნალისტადაც (პროფესია №5) მოვიაზრებოდი და მარის მსგავსად იურისტის თავბრუდამხვევ კარიერასაც (პროფესია №6) მიწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ.

იყო,არის და იქნება ერთი მაგრამ.
ანუ ერთადერთი პროფესია დედამიზის ზურგზე, რომელსაც მე,როგორც პროფესიას ვაღიარებ.

მე მაშინ უკვე ვიცოდი რომ არ იყო მცირე შანსიც კი იმის რომ მე სამედიცინოზე არ ჩავაბარებდი და ექიმი არ გავხდებოდი.
უკვე ვიცოდი რომ დაახლოებით 15 წელი მომიხდებოდა სწავლა სანამ ოფიციალურად ლიცენზირებული ექიმობამდე მივაღწევდი, და პაციენტთან დამოუკიდებლად ვიმუშავებდი.
ისიც ვიცოდი რომ უზარმაზარი წიგნებიდან დაწყებული,მიკროსკოპულ მასალებით დამთვრებულ საგნებთან მექნებოდა საქმე.
გგონიათ ის არ ვიცოდი რომ ”ამ:ეს ხომ ყველაზე დაუფასებელი საქმეა”-ში ვყოფდი თავს?
აი ისიც ვიცოდი, რომ სხვებს ყველას რომ ტკბილად და თბილად ეძინებოდათ, მე 4 საათი ჯერ ოპერაციაზე ვიდგებოდი ფეხისწვერებზე, მერე რეანიმაციაში ვიჯდებოდი მონიტორთნ, და დილით ისევ ლექციაზე წავიდოდი და მაღალქუსლებზე შემდგარ, მინიატურულ ჩანთიან სტუდენტებზე ნამდვილად გულით გამეცინებოდა :დ

მე ხომ ზოგადად ყველაფრის გართულება მიყვარს, ხოდა აი ესეც ჩემი პროფესია საბოლოო და ერთადერთი : )

და ისე, ამ ექიმებს ყოველთვის ყველაზე მაგრები რატომ ჰგონიათ თავიო, ბევრჯერ გამიგია :დ ხოდა მაგაზეც გულით გამცინებია :  ) ყველაზე მაგრები ვართ და იმიტომ :  )

5 comments:

  1. და მაგაზე კიდევ ფიზიკოსები იცინიან :))

    ReplyDelete
  2. ისე, ამ ჟურნალისტობით გამაოცეთ ორივემ :) ნუ, იურიდიულს ყველას ურჩევენ თავიდან :)

    ReplyDelete
  3. კი ნატ, ჟურნალისტობაც მოიაზრებოდა : )) მაგრამ იურისტობა, ხომ იცი ჩემთან და მარისთან განსაკუთრებით აქტუალური იყო.. : )

    ReplyDelete
  4. ვაიმე, რა ბედნიერი ხარ, შენი პროფესია რომ გიყვარს, ვერ წარმოიდგენ :)))

    ReplyDelete
  5. კი, კი, ნამდვილად საჭირო, მაგარი და პატივსაცემი ხალხი ხართ :)
    არ გიცნობდი აქამდე, ჩემი ბლოგიც რომ დავინახე ბლოგროლში, გავგიჟდი სიხარულით :) :) :)
    გესტუმრები ხოლმე!

    ReplyDelete