Pages

Wednesday, September 14, 2011

ნაწყვეტი

წამოდი მეგობარო, ჩავკიდოთ ხელები და ვიხეტიალოთ უდაბურ ტყეებში, ჩაბნელებულ ბილიკებზე, მიტოვებულ ქოხების გვერდის ავლით.  კოცონი გავაჩაღოთ და ტურების კივილის არ გვეშინოდეს.

ჩავკიდოთ ხელი, მეგობარო, და დავადგეთ თავლუწვდენელი მწვერვალებისკენ გზებს, გადავეკიდოთ მაღლიდან დედამიწის ნისლიან კიდეს.
ჩამოვსხდეთ, ჩიბუხს შევუკეთოთ, ერთი ღრმად ამოვისუნთქოთ და მოვუყვეთ ერთმანეთს ამ მთისა და იმ ბარის, გადავწვდეთ უხსოვარ წარსულს, გადმოვწვდეთ ჯერ არმოსულ მეორედ მოსვლას, და დავრჩეთ ყველაზე მყუდრო აწმყოში, გვერდიგვერდ. შენ ჩემი ხელი გეჭირება,  მე შენი და გვექნება საკუთარი მზის ჩასვლა მთის ქედზე ჩამომსხდრებს.




/პ.ს. უნდა ქვეყნდებოდეს არადღევანდელი თარიღით/