Pages

Monday, May 2, 2011

Be prepared for Rain გოდოს მოლოდინში

ანუ პოსტი იმაზე, თუ როგორ ვებრძოლე სტრესს წვიმით, როგორ ველოდე გოდოს მარჯანიშვილის თეატრთან  და როგორ აღმოჩნდა ეს ყველაფერი ტურის მოგების  საწინდარი რსრ ში :დ

გუშინ წვიმდა, თურმე, მე ეს სახლიდან გასვლის მერე შევნიშნე.
ზოგჯერ მემართება ასეთი უცნაურობა, ისევე როგორც თხელ თეთრი ”ბალეტკების” და თხელი ჯინსის ჩაცმაა წვიმაში, როცა წინასწარ ვიცი, რომ აღმაშენებელზე ვარ წასასვლელი.
სახლიდან გაჩერებამდე წვიმა მატულობს.
არ ვიმჩნევ :დ
არც აღმაშენებელზე ვიმჩნევთ წვიმას, მე და ნატას ერთად ეს არშემჩნევა  ერთობლივად უკეთ  კი გამოგვდის, მაგრამ ბოლოსდაბოლოს წვიმას თავისი გააქვს, გვასველებს და ვხვდებით რომ უნდა შევეფაროთ სადმე.
3:00 PM-ია, მე დრო მაქვს თამაშამდე, გვშია, გვცივა და ნატა ცივდება, უნდა დავსხდეთ სადმე,  გვჭირდება ცხელი სითხე, ცხელი სითხისთვის-ფული, ფულს მაქსიმუმ მოპოვება სჭირდება, მინიმუმ სასურველი ბანკომატი.
TBC-ის ბანკომატი № 1 -მისაწვდომი კუპიურა 100 გელ :დ ცივად გამოვბრუნდით :დ
მეორემდე გავტოპეთ :დ ავიღეთ ფული და დავსხედით. 
მერე ნატა წავიდა : ))
დავდექი ზუსტად თეატრის წინ, სადაც გადაფარებულია და სადაც უკვე გაწუწული ვდგავარ, სადაც გუშინდლამდე ზუსტად ვიცოდი, თავს დავდებდი, რომ დადის ის ტრანსპორტი, რომელიც მე  კომაროვის კართან  მიმიყვანს, რაზეც დღეს უკვე ასე თამამად ვეღარ ვდებ საკუთრ თავს. (საერთოდ საკუთარი თავის დადებას უნდა მოვუფრთილდეთ ხოლმე).  ხო, ზუსტად  ერთი საათი მაქვს, საერთოდ არ მეჩქარება, ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს, და ველოდები..  და აი დიდი ხნის ლოდინის მერე (წვიმაში დრო ჩქარა გადის)  ვრწმუნდები, რომ ველოდები გოდოს-რა თქმა უნდა. აბა სხვას  ვის შეიძლება ელოდო ასე უშედეგოდ და ამდენ ხანს : ))
აქ  უკვე ვაცნობიერებ, თურმე რომ ძალიან მცივა, ბედნიერი ვეღარ ვარ და უკვე ძალიან მაგვიანდება.  სასწრაფოდ ვჯდები ტაქსში : ) 
წესით აღარც მაგვიანდება, აღარც წვიმიანი ვარ, წესით!
ჯერ კიდევ ვიკავებ თავს და ჩუმად ვიცინი როცა პატრული გვაჩერებს და გვაჯარიმებს. მაგრამ როცა ტელეფონი წკრიალებს და ბალასგან სმს მომდის (ლამის დარწმუნებული ვარ რომ მეტყვის რომ თამაში გადაიდო ან მსგავსი უიღბლობა :დ ) და მწერს რომ წავუღო შოკოლადი, არა, ორი შოკოლადი, და ბარემ კოკაკოლაც წავაყოლო :დ მე თავს უკვე ვეღარ ვიკავებ, ვბჟირდები და პირველი რაც თავში გამირბენს არის ფიქრი მანჩესტერ იუნაიტედზე  :დ

კომაროვში მისვლისას უკვე ისეთი სველი და ისეთი  დარწმუნებული ვარ წარმატებაში, რომ  ვიგებთ ტურს, გადავდივართ პირველ ადგილზე,  ვუბრმავებთ მტერს თვალებს და ვახარებთ მეგობრებს  :დ



ხო, კიდევ, ეს ფრაზა, რომ გვაფრთხილებს დახვდით წვიმას მომზადებულიო, არ ყოფილა მართალი : )))
არ დახვდეთ წვიმას მომზადებული, დახვდით ისე, როგორც ხართ, არ ჩამოუშვათ ცხვირი სველი, ფორმადაკარგული, თეთრი ”ბალეტკების” გამო, და თუ იდეალური არა, მრავალფეროვანი დღე ნამდვილად შეგრჩებათ. სტრესს წვიმა ბოლომდე ჩამორეცხავს და მის კვალსაც კი არ დატოვებს ; ))