![]() |
როგორ ზღაპრულად და აუხდენელ ოცნებასავით, მიუღწეველ მიზნად მოჩანს ახლა ამ წამს ძილი, ან ძილთან დაკავშირებული ნებისმიერი რამ, ვერ წარმოიდგენთ, ან შეიძლება წარმოიდგინოთ კიდეც, თუ თქვენც:
1. გადაბმულად რამდენიმე ღამე იძინებთ გვიან და იღვიძებთ ადრე,
2.არ იცით რისთვის იღვიძებთ,
3.სამსახურის მერე ერთი სული გაქვთ სახლში წახვიდეთ, მაგრამ აღმოაჩენთ მეორე
სულს, რომელსაც მეგობრები სიგიჟემდე ენატრება,
4.უაზროდ ხარჯავთ საკუთარ ენერგიას, რომელიც როცა დაგჭირდებათ და მოიჩხრეკთ
ჯიბეებს დაცარიელებული დაგხვდებათ,
5. საუკუნეა ბუნებასთან შეხება აღარ გქონიათ. (და სავარაუდოდ ვერც ამ შაბათს
შეეხებით)
6. სიცხე გაქვთ და ნელნელა აცნობიერებთ, რომ ცხელი ჩაით სავსე ჭიქა ხდება თქვენი
ცხოვრების მეგზური..
7. ხო, ამინდი გამომრჩა, მე მიყვარს წვიმა, საერთოდ, თითქმის ყოველთვის, საშინლად
მიყვარს, მაგრამ ეს მას არ უშლის ხელს ჩემთვის ძილის მოგვრაში : )
და მიუხედავად ამ ყველაფრისა, მე არ ვწუწუნებ, უბრალოდ თვალები მაქვს დახუჭული და ვფიქრობ დღევანდელ საღამოზე...
რომელზეც ასე უძილარ-სიცხიანმა ისევ არ უნდა დავიძინო : ))
და ჩემი მეგობრები უნდა ვნახო <3
ასე რომ, მე არ ვწუწუნებ : ))
პ.ს. შემეძლო ძილზე დამეწერა რაიმე სამედიცინო-განმანათლებელი, როგორია ძილი, რა დაგვემართება თუ არ დავიძინებთ და რა საჭიროა საერთოდძილი, როგორც ასეთი, მაგრამ ისე მძინება, ვერ შევძლებ. სურვილიც, ან არ მაქვს, ან სადმე თვლემს, არ ვიცი : )
პ.პ.ს მე კატები არ მიყვარს, ზოგადად, მაგრამ ამათ, ისე სძინავთ... : ))