Pages

Thursday, May 19, 2011

გამოუძინებელი პოსტი


რამდენჯერმე დავიწყე პოსტის წერა, იდეები მაქვს, მხოლოდ თავს ვერ ვართმევ და წავშალე, დავიწყე სხვა, წავშალე, კიდევ სხვა და, ისევ წავშალე,  და მიხვდი რომ ერთადერთი რაზეც ახლა რეალურად შემიძლია ფიქრი და წერა(ეს კიდევ საკითხავია, შემიძლია თუ არა), რითიც მოცულია მთელი ჩემი არსება, თავი და ტანი, სხეული და გონება, არის ძილი!

როგორ ზღაპრულად და აუხდენელ ოცნებასავით,  მიუღწეველ მიზნად მოჩანს ახლა ამ წამს ძილი, ან ძილთან დაკავშირებული ნებისმიერი რამ, ვერ წარმოიდგენთ, ან შეიძლება წარმოიდგინოთ კიდეც, თუ თქვენც:

1. გადაბმულად რამდენიმე ღამე იძინებთ გვიან და იღვიძებთ ადრე,
2.არ იცით რისთვის იღვიძებთ,
3.სამსახურის მერე ერთი სული გაქვთ სახლში წახვიდეთ, მაგრამ აღმოაჩენთ მეორე
  სულს, რომელსაც მეგობრები სიგიჟემდე ენატრება,
4.უაზროდ ხარჯავთ საკუთარ ენერგიას, რომელიც როცა დაგჭირდებათ და მოიჩხრეკთ
  ჯიბეებს დაცარიელებული დაგხვდებათ,
5. საუკუნეა ბუნებასთან შეხება აღარ გქონიათ. (და სავარაუდოდ ვერც ამ შაბათს
   შეეხებით)
6. სიცხე გაქვთ და ნელნელა აცნობიერებთ, რომ ცხელი ჩაით სავსე ჭიქა ხდება თქვენი
   ცხოვრების მეგზური..
7. ხო, ამინდი გამომრჩა, მე მიყვარს წვიმა, საერთოდ, თითქმის ყოველთვის, საშინლად
   მიყვარს, მაგრამ ეს მას არ უშლის ხელს ჩემთვის ძილის მოგვრაში : )


და მიუხედავად ამ ყველაფრისა, მე არ ვწუწუნებ, უბრალოდ თვალები მაქვს დახუჭული და ვფიქრობ დღევანდელ საღამოზე...
რომელზეც ასე უძილარ-სიცხიანმა ისევ არ უნდა დავიძინო : ))
და ჩემი მეგობრები უნდა ვნახო <3
ასე რომ, მე არ ვწუწუნებ : ))


პ.ს. შემეძლო ძილზე დამეწერა რაიმე სამედიცინო-განმანათლებელი, როგორია ძილი, რა დაგვემართება თუ არ დავიძინებთ და რა საჭიროა საერთოდძილი, როგორც ასეთი, მაგრამ ისე მძინება,  ვერ შევძლებ. სურვილიც, ან არ მაქვს, ან სადმე თვლემს, არ ვიცი : )

პ.პ.ს მე კატები არ მიყვარს, ზოგადად, მაგრამ ამათ, ისე სძინავთ... : ))

3 comments:

  1. აუ, დაწერე რა სამედიცინო-განმანათლებლურიც, გეთაყვა...
    არაერთგვარვანი დამოკიდებულება მაქვს ძილის მიმართ და ყველაფერი მაინტერესებს რაც ძილს ეხება.

    ReplyDelete
  2. ჰმ, ვიღაც უძინარ-სიცხიანმა გუშინ ჩემ ნახვაზე განაცხადა უარი

    ReplyDelete
  3. სიუ : )

    თუ არ ჩამომეძინა მაგ პოსტზე :დ დავწერ : ))

    ნატ, გუშინ უფრო ცუდად ვიყავი, დინამიკაში უკეთ ვარ.. : ) :*

    ReplyDelete