Pages

Thursday, January 10, 2013

სინესთეზია და ჩემი ფერადი კვირის დღეები


ყველა თუ ასე ა იყო, ბავშვობაში ერასდროს წარმოვიდგენდი. რომ გავიზარდე, მერე გავიგე რომ ყველათვის არ ყოფილა ანბანი ფერადი და არც მაგალითად ოთხშაბათი - წითელი..

საერთოდ, ე და მარი ბავშვობიდან ძალიან ბევრ დროს ვაარებდით ერთად, ვიგონებდით თააშებს, სააც ჩვენი წესები გვქონდა, ვკითხულობდით წიგნებს, გაუთავებლად, ვიყურებოდით წვიმიან ამინდებში ფანჯრიდან და ვლაპარაკობდით, მე ალეზე, მარი კარლსონზე.. ვთამაშობდით ” გინდა თუ ”-ს (რომელიც აღმოჩნდა რომ ბევრ სხვა ბავშვსაც გმაოუგონიათ თავთავიანთთვის), მოკლედ, ძალიან ახლო და გულწრფელი ურთიერთობა გვქონდა თავიდანვე.
აი ამ თამაშებში ერთერთი საყვარელი, კვირის დღეების,  აბაის და ციფრების ფერების შეჯიბრება იყო: ვისი ფერი უფრო სწორია : )

მთელი აანის ჩამოწერით თავს არ შეგაწყენთ, მითუმეტეს, რომ ბლოგერზე ფერები და შუალედური ტონები არ მეყო, აი მაგალითად და - ს შორის სიმანდვილეში სულ მცირე განსხვავებაა, მაგრამ აქ სულ სხვადასვა ფერი გამომივიდა.. : )

ჩემი კვირა კი ასე გამოიყურებოდა:

ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი, კვირა

მარალია, ზოგი დღე მთლად ზუსტად ვერ გადმოვეცი, მაგალითად ხუთშაბათი და შაბათი ცოტათი გამჭვირვალეები არიან, ორშაბათი კი ნაკლებმყვირალა სალათისფერი, მაგრამ ბლოგერე ამ ეფექტს ვერ დაადებ, რომც მოინდომო : ) 

ეს ფერები დღემდე არ შეცვლილა, მარისი კი დამავიწყდა..
იმ დროს კი, და კაცმა რომ თქვას, ახლაც, საბოლოოდ ორივეს ჩვენი ფერები მიგვაჩნდა სწორად, რა თქმა უნდა, ასე ვხედავდით, ჩვენ-ჩვენთვის..