Pages

Thursday, May 5, 2011

და შენთან, მანჰეტენზე რა ხდება? : )

მთელი დღე  ვფიქრობდი ეს პოსტი დამეწერა თუ არა. იმიტომ რომ მეშინოდა, აქაურობა უფრო არ მოგნატრებოდა  და მანდ უფრო აუტანელი არ გამხდარიყო შენთვის, მაგრამ მერე გადავწყვიტე.
ქეთ, უბრალოდ იმის თქმა მინდოდა რომ, სადაც არ უნდა იყო, აი ეს ადგილები სულ შენთან იქნება და ყველაზე ცუდად როცა იქნები გაგახსენდება და ძალას მოგცემს. სულ გეცოდინება რომ არსებობენ ეს სახლები,ხეები, ქუჩები,  სადაც ყოველთვის გელოდებიან და ადამიანები ვინც ყოველთვის შენები იქნებიან.  მე და თამთა (არამარტო ; )) რომც წავიდეთ, ჩვენ მაინც აქ ვიქნებით, ყველანი ერთად :* ესენი ჩვენი ადგილებია და სულ ჩვენი იქნება.

ძალიან, ძალიან მენატრები, მაგრამ მოწყენილად არა, მიხარია რომ სადაც არ უნდა იყო ვიცი რომ მყავხარ, ადგილს რა მნიშნელობა აქვს აბა შენ თვითონ მითხარი : )
ვფიქრობდი რა  გამეკეთებინა, და საბოლოოდ ერთი ჩვეულებრივი დღე ავირჩიე საჩვენებლად, ვიცი რომ ჩვენთნ რა ხდება ყველაფერი იცი, უყურებ ტელევიზორს, ხარ ინტერნეტში, ათვალიერებ  ფოტოებს, მაგრამ მე მაინც გაჩვენებ :) ;) აქ ისეთი არაფერი შეცვლილა, არც თბილისში, არც ძეგლთან :დ :*

ეს ისე,  თბილისი ზოგადად : ))



ხედავ ხეებში მხედრის სილუეტს? : ))




ეს უკვე ჩვენთან : )




ძეგლიდან (მზე ჩადიოდა უკაცრავად განათებისთვის )


ჩვენი სახლები ;) <3 :)))


ის იასანმისფერი ხე ჯერ არ აყვავებულა და ველოდები. იმასაც გაჩვენებ : )





პ.ს. ალბათ უკვე მიხვდით რომ ეს პოსტი პროექტსსაზღვრებსგარეთ  დაიწერა : ))


No comments:

Post a Comment