Pages

Thursday, April 28, 2011

იყო და არა იყო რა..

ღვთის უკეთსი რა იქნებოდა, თუმცა მაინც, იყო ერთი ბლოგი.. : )

რომელიც დაიბადა დიდი ხანია, მაგრამ ვერცერთი პოსტი ვერ მოირგო გემრიელად, რომ სააშკარაოზე გამოსულიყო : ))
ამას ისიც დაერთო, რომ მისი მფლობელი-მე, ბლოგში შემოსასვლელ გასაღებს წამდაუწუმ ვკარგავდი და მერე რაღაც მანქანებით ისევ უკან ვიბრუნებდი, სანამ როგორც მეგონა საბოლოო დაკარგვაზე ხელი არ ჩავიქნიე და -”როგორც ვატყობ ბლოგი მე არ მეღირსება”-მეთქი არ ვთქვი : ))
ასე გავიდა შემოდგომა, დადგა ზამთარი, გამოიზაფხულა, ოცნებებს ხავსი მოეკიდა, დაათოვლა, მერე ბალახი აბიბინდა :დ გუშინდლამდე!
უკანასკნელად ვცდი-მეთქი, ვთქვი, რკინის ქალამნები ჩავიცვი, Google Account-თან საბრძოლველად მოვემზადე, და.. პირი დავაღე, პირველივე(!) ცდით გაიღო ჩემი ბლოგის კარი.

ეს რა თქმა უნდა კარგად მენიშნა : )

ხო, რატომ გუშინდლამდე. იმიტომ რომ მხოლოდ  გუშინ წავაწყდი იმას, თურმე რასაც ამდენი ხანი ვეძებდი-შთაგონებას. შთაგონება ”50 ხერხი როგორ მოვერიოთ დაძაბულ ყოველდღიურობას”-ზე შეიძლება ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ მე ზუსტად ეს მჭირდებოდა ახლა ყველაზე მეტად, ფაქტია : )
სულ მინდოდა, როცა მექნებოდა, ბლოგზე გამეკეთებინა ე.წ. ”პროექტი”, რომელიც დროში იქნებოდა გაწერილი :დ , გარკვეულ მიზანს მოემსახურებოდა, სასიცოცხლოდ აუცილებელ ელემენტებით იქნებოდა გაჯერებული, მკითხველი პროცესში ჩაერთვებოდა და ყველა დაინახავდა/შეაფასებდა შედეგს, თუ შედეგი იქნებოდა რა თქმა უნდა : ))  : )

ასე რომ, წამზომს ვრთავ, კიდევ ერთხელ ვიცმევ რკინის ქალამნებს : ) და ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევ სტრესის საწინააღმდეგო ბრძოლაში.

მაქვს მოცემული 50 ხერხი, პროექტისთვის ვგეგმავ 2 თვეს (მთლად ყოველდღე ვერ დავწერ) : )) ერთ პოსტს გამოზომილად 1 ხერხს დავუთმობ და 60 დღის შემდეგ რა გამომივა ვნახოთ. 

პ.ს. password და mail საგულდაგულოდ შევინახე :დ

ზღაპრული დასაწყისია ხომ  : ))

ეს პირველი და უკანასკნელი ზღაპარი იქნება.  : )) ასპარეზს ვუთმობ რეალობას : )

3 comments:

  1. omg :O და ბლოგსპოტი. შენ, ნატალია და მარი მკლავთ :)) მაგრამ, რას ვჩივი, რახან კი ამ ბლოგს ვეღირსეთ :*

    ReplyDelete
  2. ანუშკი, სიცოცხლე მშვენიერია და მართლაც რომ ღირს!

    ნატ - Google Account გააქტიურებლი გქონდეს ხოლმე და ძალიან ადვილია კომენტარის დატოვება

    ReplyDelete
  3. წარმატებებს გისურვებ. საინტერესო ადამიანი ჩანხარ :)

    ReplyDelete